ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეგის ქარდავა წამების ფაქტზე დამნაშავედ სცნო.ქარდავას 3 წელი და 9 თვე მიესაჯა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა დამნაშავედ იქნა ცნობილი.
"სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარი", - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის, აღიარებითი ჩვენების და თანამომაწილე პირთა დასახელების მიზნით, ერთერთი დაკავებული ქალბატონი სასტიკად აწამა.
მასალის გამოყენების პირობები






