დავით ნარმანია ურბანული ინოვაციების მეორე საერთაშორისო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
პოლიტიკა - 14:53, 29 Nov, 2014     1197

„ჩემი ქალაქი - ჩემი ოცნება“ - ამ სახელწოდებით გაიმართა დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში. კონფერენციას 56 ქვეყნის 260-მდე ქალაქის დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის, ჩინეთში ვიზიტად მყოფი ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია, რომელსაც დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობენ.

კონფერენციის მიზანი ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ახალი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირების დამყარება იყო.

კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ურბანული ინოვაციების მეორე საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს შესახებ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებს, მათ შორის, ქალაქ გუანჯოუსთან თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში, რასაც აბრეშუმის გზის პროექტების შემდგომი განვითარება ჰქვია. ნარმანიამ, ასევე, ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ მარტივ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებზე, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველი და მისაღებია.

როგორც თბილისის მერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის. ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. საქართველოში საქმიანობს 25-მდე ჩინური კომპანია, მათ შორის, საინვესტიციო, სამშენებლო, სავაჭრო, სატელეკომუნიკაციო და საფინანსო კომპანიები.ჩვენი მიზანია ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქთან - გუანჯოუსთან ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს მუნიციპალური მართვის სფეროში საინტერესო და ინოვაციური პროექტების განსახორციელებას.

ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს 1 დეკემბერს დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42