საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო .
"„პირველ ყოვლისა მე მ,ინდა გამოვთქვა კმაყოფილება, იმ პროცესით, რომელიც ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა, აქ იყო აქტიური ჩართულობა პოლიტიკური ძალების, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, აქ იყო ის, რასაც ქვია ქართული დემოკრატია, ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში,
თუმცა, სამწუხარო ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონს ვადებთ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული, ეს ნიშნავს იმას რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას რასაც ქვია გასაღები განახორციელებს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ეს არის მოდელი რომელშიც ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული და რომელიც უზრუნველჰყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებებს და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. მე იმედი მაქვს რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






