არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ, ჯერ დაეჭვდება, მერე შეგიძულებთ- ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 23:28, 28 Nov, 2014     5018
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლილ ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელებისთვის ფულის გადახდის შესახებ წერს:
"სანამ ახალი წამოგვეწევა, ისევ მიმდინარე: დაბეჭდილა სადღაც, ივანიშვილმა ალასანიას ბინა აჩუქაო. მერე ეს თემა გადაინაწილა ვისაც გადანაწილება ეკუთვნოდა და სულ უმადურები გვეძახეს. ასეთ სტატიებს მოხალისეები არ წერენ, ყოველთვის დამკვეთი ყავს. შინაარსმა აღმაფრთოვანა და ველი გაგრძელებას, მაგალითად ასეთს, რომ სულაც ივანიშვილმა ჩამოგვასახლა საქართველოში და გვაჩუქა მოქალაქეობა.
თემასთან ახლოა და ფრენდის კედელზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი მოვისმინე, ერთადერთი ვინც ფულზე უარი მითხრა, გიორგი მარგველაშვილი იყოო.

ეს ოხერი ცოლის სტატუსი რომ ხელს მიშლის და ხმას ვერ ვიღებ, თორემ ხომ შევახსენებდი ბატონ ბიძინას, რომ მეორე ერთადერთი ირაკლი ალასანია იყო, ვისაც მისგან პირადი ფული არ აუღია. საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ბატონმა ბიძინამ უპირველესად სწორედ ეს ორი აითვალწუნა. როგორც ჩანს, რაშიც არ გადაუხდია, საკუთრებად ვერ აღიქვა. ყველას მინდა გამოცდილებაზე დაფუძნებით გირჩიოთ, არასოდეს არ ითანამშრომლოთ ბიძინა ივანიშვილთან უხელფასოდ. თუ თვითონ არ შემოგთავაზებთ, თქვენ მოსთხოვეთ, თორემ ჩვენს დღეში აღმოჩნდებით. ჯერ დაეჭვდება, მერე შეგიძულებთ და ბოლოს წარმოიდგენს, რომ რაც გაბადიათ, მისი ნაჩუქარია."- წერს ნათია ფანჯიკიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42