არასამთავრობო ორგანიზაცია, „ევრაზიული არჩევანი საქართველოს“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე , რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც ის პუტინს სთხოვს საქართველოს მოსახლეობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ჭყოიძის თქმით, საქართველოში გააქტიურებულია ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი, რითაც არის იმის მცდელობა, რომ პუტინის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირი, საქართველოს მოსახლეობას ნეგატიურ ფერებში წარმოუდგინოს. ამასთან წერილში ნათქვამია, რომ „ევრაზიული არჩევანი“ სხვა აზრზეა და თვლის, რომ რუსეთთან მეგობრობის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული საზოგადოება აქტიურად მოექცა პროდასავლური კამპანიის არეალში, რომლისს მიზანიც იყო ანტირუსული განწყობების გაღვივება. ბრძოლა დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით არის შესაძლებელი. ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის ვთვლით, რომ აუციელებელია აგიტაცია პროპაგანდა იმისთვის , რომ საზოგადოებამ ნათალად დაინახოს ევრაზიული სივრცის აუცილებლობა,“-ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






