საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას პასუხობს. მაია ფანჯიკიძე ზაქარეიშვილის განცხადებას წარმოუდგენელს უწოდებს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა:
„პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეს ხელშეკრულება, რომელიც ნიშნავს საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას ჩემთვის არის კატასტროფული და ვერაფრით ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ამას უწოდო წარმატება, საერთოდ წარმატება შეიძლება უწოდო ისეთ რამეს რასაც ცდილობ და შემდეგ მიაღწევ, მე მაინტერესებს პაატა ზაქარეიშვილი ამას ცდილობდა რომ მომხდარიყო? რანაირად თვლის იგი ამას წარმატებად, ჩემთვის წარმოუდგენელია“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთ-რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის წარმატება უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






