გამოფენა გაიმართება შერატონ მეტეხი პალასში,29 ნოემბერს, შაბათს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
ღონისძიების მიზანია გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები მოახმაროს მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
2014 წლის საახალწლო გამოფენის მთავარი ბენეფიციარია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სამარიტელთა კავშირის" პროექტი "მეორე სახლი - ბავშვთა პალიატიური განყოფილება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში" რომლის მიზანია- ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ბავშვთა პალიატიური განყოფილების შექმნა, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ადგილობრივი ექიმებისა და პერსონალის გადამზადება, ფიზიო და ოკუპაციური თერაპიის კაბინეტების შექმნა და აღჭურვა, ოჯახის კუთხის მოწყობა.
მობრძანდით, 29 ნოემბერს, შაბათს, შერატონ მეტეხი პალასში, დილის 10-დან საღამოს 6-საათამდე. მიიღეთ მონაწილეობა
მასალის გამოყენების პირობები






