საქართველოს პრეზიდენტი მაჰმადიან მესხებს შეხვდა
პოლიტიკა - 17:43, 28 Nov, 2014     1418
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მაჰმადიან მესხებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც მათ რეპატრიაციასთან დაკავშირებული პროცესუალური სირთულეების შესახებ იმსჯელეს. მესხთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეპატრიანტების საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოსთან, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ ორწლიანი ვადა, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად მიეცათ - გამოვიდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან და მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა - ხუთ წლამდე გაიზარდოს. მაჰმადიანი მესხების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს მიღებისთვის, მათი პრობლემებით დაინტერესებისთვის და იმისათვის, რომ 267 მესხს უკვე მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც მსოფლიო თურქ მესხთა კავშირის თავმჯდომარემ ზიადინ კასანოვმა აღნიშნა, მესხები საქართველოდან უკანონოდ გაასახლეს, თუმცა ქართველ ხალხს ამაში ბრალი არ მიუძღვის.

„საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ სწორედ მის დროს დაიწყო მესხთა რეპატრიაცია და მოქალაქეობის დაბრუნება. მესხები აქედან უკანონოდ გაასახლეს, მაგრამ არა საქართველომ. ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, ეს იყო სტალინის რეჟიმის პერიოდში და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ხალხს ჰქონდეს უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაბრუნდეს ისტორიულ სამშობლოში“, - აღნიშნა ზიადინ კასანოვმა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკურ უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ესწრებოდა, რომლის განცხადებით: „იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც საქართველომ იკისრა მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, ახლა დაიწყო“.

სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მესხები 1944 წელის 15 ნოემბერს გაასახლეს და ისინი ერთადერთი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც 1956 წლის შემდეგაც არ მიეცა სამშობლოში დაბრუნების უფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42