„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების კუთხით ღარიბაშვილის გუნდი ძალიან გააქტიურდა.
პეტრიაშვილის თქმით, პოლიტიკური ზეწოლა აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობებში, მან მაგალითად ხელვაჩაურში მომხდარი შემთხვევა დაასახელა. როდესაც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ასლან კახიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
„აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოტივად და საფუძვლად, თანამდებობიოდან გადაყენებას აქვს ის რომ ბატონი ასლან კახიძე არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ვინაიდან პარტია არის ოპოზიციაში, ის არ შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე“- აცხადებს პეტრიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამებრძოლებმა უნდა იცოდნენ, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ზეწოლას და პოლიტიკურ დისკრიმინაციას არ შეეგუება.
27 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ 15 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე თანამდებობიდან გადააყენა. ასლან კახიძე "თავისუფალი დემოკრატების" წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






