საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შეცდომების აღიარება აუცილებელია:
"ძალიან ბევრმა ერთად აღმოვაჩინეთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც, ვითომდა, ეს უწყება რაღაცნაირად ფორმალურად ექვემდებარება, ყველაზე გვიან ინფორმირებული აღმოჩნდა. მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. იქ ადეიშვილზე შეშინებულებმა, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია ძალიან ბევრი რამ, აქეთ პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურის უწყებას შორის. მივიღეთ სერიოზული პრობლემები. ვის უნდა მოვკითხოთ პოლიტიკურად, რა ხდება ამ უწყებაში და როგორ მიდის საქმე. არათუ კონკრეტულ საქმეში, ვინ დაიჭირეს და ვინ გაუშვეს, არამედ საერთოდ რა ხდება. სამაგიეროდ, დარჩა სხვა რამ. მე მინდა თქვენთან ერთად მოვიკითხო და გავარკვიო, რა ხდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






