სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტში ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის მიღებას ეხმაურება.
მისი თქმით, საზოგადოებას სისტემური ცვლილების მოლოდინი აქვს და ამისთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
"ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული კეთილ პოლიციელზე, რომელიც არასდროს არავის მოუსმენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ჩარჩო იყოს გარანტია იმის, რომ მომავალში აღარ მოხდება უკანონო მოსმენები“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
პარლამენტმა ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო პროექტის წინააღმდეგი 45 დეპუტატი აღმოჩნდა. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






