მინდია ჯანელიძე გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა
პოლიტიკა - 16:40, 28 Nov, 2014     1833

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მინდია ჯანელიძემ გენერალი პატრიკ დე რუზიე თავდაცვის სამინისტროში მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება და ქართული მხარე მზადაა რეფორმების პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა.

გენერალმა პატრიკ დე რუზიემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მნიშვნელობა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

ევროკავშირის უმაღლესი სამხედრო პირი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ უკვე გამართა შეხვედრა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციამ გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

ვიზიტის დასასრულს, ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრება. ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ, გენერალი რუზიე აკადემიის მსმენელებისთვის ლექციას წაიკითხავს თემაზე: „ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და მომავალი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42