მელორ ვაჩნაძე პროპკავშირების წარმომადგენლის, გოჩა ალექსანდრიას, ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ თუ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი რკინიგზელები თვითონ იტყოდნენ.
ვაჩნაძის თქმით იგი ნამდვილად შეხვდა გაფიცულებს, ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, თუმცა მის მიმართ გაჟღერებულ ინფორმაციებს უარყოფს და დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს. როგორც ვაჩნაძე აცხადებს, თუ ალექსანდრია მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ, მათ პასუხს აგებინებს.
"ის ბრალდება თითქოსდა პეტრიაშვილს ფეხებით დაკიდებენ, პირდაპირ გეტყვით, ოღონდ არაპირდაპირი მნიშვნელობით, ისინი მართლა ფეხებით არიან დასაკიდებლები. ამ ცილისწამებით და ამ პროვოკაციით ისინი პასუხს აგებენ, ძალიან მალე ეს პროპკავშირი განთავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან. მე და ჩემი გუნდი მათ წინააღმდეგ აუცილებლად ვიბრძოლებთ მე ამის პირობას ვდებ," - განაცხადას ვაჩნაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






