პარლამენტის პლენარული სესია, სადაც ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს.
სხდომათა დარბაზში პროტესტი ეკა ბესელიას განცხადებებმა გამოიწვია. როგორც დეპუტატები ამბობენ, ბესელია და კანონპროექტის სხვა ავტორები არ არიან მზად, რომ შენიშვნები კანონპროექტში აისახოს.
„ის კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით არის პარლამენტში შემოტანილი, აქვს ხარვეზები იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. მგონი ამ კანონპროექტის განხილვას აზრი არ აქვს, რადგან ამ მახინჯი სისტემიდან ჩვენ კარგ კანონს ვერ გამოვიყვანთ“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს დღეს სავარაუდოდ მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.
პარლამენტმა ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 57 კი წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






