„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ფარული მოსმენების კანონპროექტზე პრემიერს განცხადებას ეხმაურება.
დოლიძე არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ოპტიმალური ვარიანტია.
“სწორედ რომ სახელმწიფოებრივად არ არის სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ევროპული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით ეს არის დამაზიანებელი და ბერკეტი შსს-სთვის, რათა განახორციელოს უკანონო მოსმენები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს ყველაფერი. ამიტომ თვალში ნაცარს ნამდილად ვერ შევიყრით და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის საუკეთესო და ოპტიმალური ვარიანტი. ამაში პრემიერს ვერ დავეთანხმებით, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებს.“
პრემიერ-მინისტრი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის მიღებას გონივრულ გადაწყვეტილებად აფასებს.
„მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერაა შემუშავებული. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






