არასამთვრობო ორგანიზაციებმა ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელი-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება ქუთაისის პარლამენტის წინ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ე.წ. გასაღების კვლავ შს სამინისტროსთვის დატოვებას ეწინააღმდეგებიან. ისინი კანონპროექტს სამარცხვინოს უწოდებენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
„ეს არის რეგრესული კანონპროექტი. მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. გარკვეულწილად ის არის ბუნდოვანი. როგორც დავინახეთ, ამ სისტემის თაობაზე წარმოდგენა თავად კანონის ავტორებს და ინიციატორებსაც არ აქვთ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტმა ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






