პრემიერ-მინისტრი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის მიღებას გონივრულ გადაწყვეტილებად აფასებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმი, მისთვის გასაკვირია ის რეაქცია, რაც აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერაა შემუშავებული. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტმა ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 57 კი წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






