უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენტში ბესელია-ფოხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პარლამენტმა ჩააგდო ხმალაძის ვარიანტი. ადამიანის უფლებათა კომიტეტი იხილავს ფსბ-ს (ბესელია, სესიაშვილი, ფოფხაძის) პროექტს.
არ არიან აქ არც თავისუფალი დემოკრატების, არც რესპუბლიკელების დეპუტატები.
ყველაფერი გასაგებია. ტექსტი არ ექვემდებარება არსებით ცვლილებას!
შსს არ თმობს გასაღებს. თუ ადრე ბესელია ამბობდა, რომ ინსპექტორის თანხმობის გარეშე შსს ვერავის ვერ მოუსმენსო, ახლა აპირებს ტექსტის შეცვლას, რომ შსს -ს არ სჭირდებოდეს ინსპექტორის თანხმობა მოსმენის დასაწყებად.
ეს ასეც უნდა იყოს, ეს ინსპექტორის ფუნქცია არ არის.
აქ მთავარი ერთია, შსს კვლავაც მოგვისმენს თუ არა უკანონოდ. შსს-ს უკანონო მოსმენები, რომელსაც ის რეალურ დროში ახორციელებს, ისევ შეუზღუდავად შსს-ს კომპეტენციაში რჩება.
ანუ, როგორც გვისმენდნენ და გვისმენენ, ზუსტად ისე მოგვისმენენ“, - წერს თაქთაქიშვილი "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






