პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და მურმან დუმბაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბესელიას თქმით, ვინც იმ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალების" იდენტურები არიან.
აღნიშნულმა განცხადებამ მურმან დუმბაძის გაღიზიანება გამოიწვია და ბესელიას მოუწოდა, დიდაქტიკურად საუბარს თავი დაანებოს.
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ პარლამენტში გამოდიოდეს კომისიის თავმჯდომარე და ჭკუას გვარიგებდეს. არასწორია საუბარია იმაზე, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამე კანონპროექტს დაუჭერს მხარს და თუ ამავე პროექტს უმრავლესობის რომელიმე წევრიც უჭერს მხარს, მათი იდენტურია. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კანონპროექტს, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მხარი, ამავე კანონს ხმა მისცა ბესელიამაც. უნდა ჩავთვალოთ, რომ ისიც "ნაციონალური მოძრაობის იდენტურია", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






