ამ წუთებში ზუგდიდში, სოფელ რუხში კომპაქტურაად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, აქციის მონაწილეები ელექტრო ენერგიის შეწყვეტას აპროტესტებენ.
ელექტრო ენერგიის შეწყვეტის მიზეზი არსებული დავალიანება გახდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ მათ ჰყავთ პატარა ბავშვები, მოხუცები და ელექტრო ენერგიას მათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა გათბობას მხოლოდ ელექტრო ღუმელებით ახერხებენ და ალტერნატიული საშუალება არ გააჩნიათ.
სოფლის მოსახლეობა ელექტრო ენერგიის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს და ხელისუფლებას ამ პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები დღესვე არ დაკმაყოფილდა, ხვალ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წინ ფართომასშტაბიანი აქციას გამართვას გეგმავენ.
ფოტო არ ასახავს რეალობას
მასალის გამოყენების პირობები






