დევნილებმა დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სოციალურად დაუცველებზე ქულების არასწორი გადანაწილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება კორუფციულ გარიგებაშია ჩართული და ხალხი, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეკუთვნის, სხვადასხვა მისამართებზე სპეციალურად დაარეგისტრირეს. საუბარია 60 ოჯახზე.
ეს დევნილთა ის კონტინგენტია, რომლებიც ხშირად საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, მთავრობამ და აფხაზეთის განსახლების სამინისტრომ მათი გაჩუმებისთვის გარიგების მეთოდი გამოიყენა და მათ ეს ბინები კუთვნილებაში გადასცა.
დევნილების ის ნაწილი, რომლებსაც გაუსაძლისი პირობების გამო ეს ბინები უნდა გადასცემოდა და უკვე შერჩეულები იყვნენ დარჩა ბინის გარეშე. სწორედ ამ ნაწილმა გამართა დღეს აქცია ადგილობრივი გამგეობის წინ მდებარე შენობასთან. შემდეგ ისინი შეიჭრნენ დევნილთა განსახლების სამმართველოს უფროსის , ელდარ ღურწკაიას ოთახში და სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვეს, რათა გადამოწმებული იქნას იმ ხალხის სოციალური პირობები ვისაც ბინები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






