ქართველი ხალხი თქვენს ხელისუფლებას არ მისცემს 4 წლის ბოლომდე მისვლის საშუალებას-ბობოხიძე
პოლიტიკა - 17:14, 27 Nov, 2014     2316
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა:

"ძალიან მეცოდებით, რომ ჩემი მოსმენა გიწევთ, ჩვენ ხომ საშინელი ადამიანები ვართ თურმე და დღეს ხმამაღლა ვლაპარაკობთ. რომაელი მონათმფლობელები მონებს ასმევდნენ და მერე შვილებს აყურებინებდნენ, თუ როგორი ცუდია სიმთვრალე. ქალბატონო თინათინ, ჩვენმა ცუდმა მაგალითმა ნუთუ ვეღარ დაგანახათ, რა ცუდია ის, რასაც ახლა აკეთებთ? ჩვენ გაჩვენეთ ყველაფერი, რას უნდა აკეთებდეთ და რას - არა, მიუხედავად ამისა, ჯიუტად აკეთებთ ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. აქ ვიღაცებს გეშინიათ, რომ თქვენი პოზიციები "ნაციონალური მოძრაობისას" არ დაემთხვეს. როგორ დავიჯერო ეს ფარისევლური გამოსვლა, როდესაც პოლიტიკური ერთობა გააფორმეთ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან.“- განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, ბობოხიძის თქმით, ძალიან ცუდად ენიშნა დავით უსუფაშვილის ფრაზა – მე რა ვქნა, მე?, იმიტომ რომ ერთ პოლიტიკურ ლიდერს ამ ფრაზის წარმოთქმა ცუდად დაუმთავრდა.

"შეიძლება პირიქითაც, ახლა იწყებს ის კაცი თავის რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ მე მინდა გკითხოთ თქვენ, როდის ხართ გულწრფელი? დიახ, თქვენ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" 2004 წელს და თურმე იმიტომ, რომ პრინციპული შეუთავსებლობები გქონდათ იმ ხელისუფლებასთან. დღეს ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდება კი თქვენთვის ის წითელი ხაზი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში თქვენ დატოვებთ ამ ხელისუფლებას? არა, გამოდიხართ და გინდათ დაუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთგული ხართ მისი კოალიციის. არა ხართ ერთგული მისი კოალიციის, იმ საცოდავი, რამდენიმე თანამდებობის ერთგულები ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამო გეღირსათ და ვერ გეღირსათ, სამწუხაროდ, სააკაშვილის დროს. "ცხონებული კახა ბენდუქიძის ფრაზა მინდა გამოვიყენო და მართლა "ვაი, სააკაშვილო", ერთ და ორ თანამდებობას როგორ გადააყოლე მაშინ ის პოლიტიკური ერთობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია ერქვა. ჩემი მეგობრები – ბატონი ზვიადი, ბატონი დავითი და ასე შემდეგ, ხომ არ გავიდოდნენ იმ კოალიციიდან, ჩვენ რომ რაღაცა პატარა თანამდებობა მათთვის მიგვეცა? ეს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ იმას, რასაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, თითქოსდა ლანძღავდნენ, თითქოს აკრიტიკებდნენ და დღეს ამის ყველაფრის გამკეთებელი ხართ, ხალხო", - მიმართა ბობოხიძემ თინა ხიდაშელს.

ბობოხიძემ რესპუბლიკელებს შეკითხვითაც მიმართა:

"რესპუბლიკელებს" მინდა ვკითხო, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან პოლიტიკური ერთობა არ გაწუხებთ და გაწუხებთ რაღაც სიტყვები არ დაემთხვას ერთმანეთს ჩვენს პოზიციებში?"

ბობოხიძემ განცხადება დავით საგანელიძის მისამართითაც გააკეთა:

„მინდა დავით საგანელიძეს ვუთხრა, რომ მე ჩემი კოლეგებისთვის კაცისმჭამელები არ მიწოდებია, არამედ თქვენი პოზიცია გამოვხატე - როცა გინდათ, კაცისმჭამელებს გვიწოდებთ, როცა გჭირდებათ, მზად ხართ, თქვენი აზრით კაცისმჭამელებით გადაარჩინოთ ერთადერთი რამე – უმრავლესობა. კანონების მიღებას უმრავლესობა არ სჭირდება, უმრავლესობა სჭირდება მხოლოდ ერთ პოსტს და ეს არის თქვენი პოსტი, ბატონო დავით. - განაცხადა ბობოხიძემ.

ბობოხიძის თქმით, თვითონ ის მიდიოდა კომპრომისზე დემოკრატიასა და სახელმწიფოს შორის და დღესაც აქვს კითხვა, ღირდა თუ არა ამ კომპრომისად.

"მაგრამ ჩვენ წუმპედან უნდა ამოგვეყვანა ქვეყანა. შეიძლება, მოსმენებიც კი გამართლებული იყო, ტოტალური კორუფიის პირობებში ტოტალური ღონისძიებები იყო გასატარებელი. თქვენ რაში გჭირდებათ ეს ტოტალიტარიზმი, ტოტალური მართვის მეთოდები, თქვენ ხომ დალაგებული, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაგაბარეთ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, როცა ლაპარაკობთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსგავსებაზე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენთან მსგავსებისგან", - მიმართა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

აკაკი ბობოხიძე, ასევე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკის, რომელმაც, ბობოხიძის აზრით, მისი სიტყვები დაამახინჯა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხი ამ ხელისუფლებას 4 წელიწადსაც არ აცდის.

"მე პირიქით ვთქვი, რომ თქვენი მმართველობა 4-წლიანი იქნება-თქო და იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამი არ განხორციელდება. გამოვიდა ბატონი ვოლსკი და აი, გადატრიალებას აანონსებსო. პირიქით ვთქვი, ბატონო გია, 4 წელი თქვენ ალბათ, იქნებით-თქო და იმედი მაქვს, რომ თქვენი წინასწარმეტყველება, რომ მე შევცდები, გამართლდება და არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი თქვენს ხელისუფლებას მართლა არ მისცემს 4 წელიწადის ბოლომდე მისვლის საშუალებას, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოს ჩიხში შემყვანი", - განაცხადა ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42