შინაგამ საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აცხადებს, რომ მოსმენებისგან 100 პროცენტით თავის დაცვა შეუძლებელია.
იზორიას განმარტებით, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი ამოცანაა შეიქმნას სისტემა, რომელიც საფრთხის მინიმალიზების მოახდენს.
„უკანონო მოსმენებისგან 100%-იანი დაცვის სისტემის უზრუნველყოფა შეუძლებელია. მომზადებული ინიციატივით ამოცანა დგას იმგვარად, რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენს, როგორც ადამიანის უფლებების ხელყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის თვალსაზრისით არსებული საფრთხის მინიმალიზებას. როგორც იცით, პირველ აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ანუ ე.წ. მოსმენების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვა დაევალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღესაც ყველა განჩინების ასლი, რომელიც ფარულ მოქმედებებს უკავშირდება, მიდის სწორედ პერსონალურ დაცვის ინსპექტორთან. აქ ლაპარაკია დამატებით მექანიზმზე, რაც მას ელექტრონული ზედამხედველობის შესაძლებლობასაც მისცემს, რათა ყოველგვარი მანიპულაცია გამოირიცხოს. ლოგიკური და სამართლებრივად გამართლებულიც კი არის, რომ გარე კონტროლის მექანიზმი სწორედ ინსპექტორს ჰქონდეს," - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






