მოსალოდნელი "საქმის გარჩევა" პარლამენტში - უმრავლესობის დეპუტატი "რესპუბლიკელებს" ემუქრება
პოლიტიკა - 15:01, 27 Nov, 2014     2718

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკელებს“ საქმის გარჩევით ემუქრება და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „წუთიერი დუმილის“ გამო აკრიტიკებს.

„უმრავლესობა „რესპუბლიკელების“ გარეშე მხარს დაუჭერს ეკე ბესელიას კანონპროექტს. თუ ესენი არ გვიჭერენ, ნუ გვიჭერენ , თავისუფლები არიან. საკითხი არ ჩავარდება.

ვაღიარებ, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან არასასიამოვნო ფაქტთან გვაქვს საქმე. თუ ისე მოხდება, როგორც ვვარაუდობთ, ამის შემდეგ უმრავლესობის ფორმატში იქნება მსჯელობა, ბოლოს და ბოლოს ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ანუ ვის რა გეგმები აქვს და ვის რა უნდა.

ერთი საინტერესო რაღაცა მოხდა ამ ამბების დაწყებამდე პარლამენტში, რაც თითქმის ყველამ გაატარა. მე ვგულისხმობ ფაქტს, როცა დავით უსუფაშვილმა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთელი პარლამენტი ფეხზე წამოყარა. მე არ ავდექი, მაგრამ სხვები ხომ ადგნენ? მანამდე არაფერი ლაპარაკი არ ყოფილა, უცებ ადგა, გამოაცხადა და „ნაციონალებმა“ ტაშიც კი დაუკრეს. ესეც ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო, მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ ასე ჩათვალეს საჭიროდ, ჩვენთვის წინასწარ არაფერი უთქვამთ.

მერე უსუფაშვილი პანაშვიდზეც მივიდა ... ძალიან გამიკვირდა, იქ რატომ მივიდა შალვა შავგულიძე? მივიდა და „რეჩიც“ დაარტყა, მაგარი კაცი იყოო.

მე არ ვარ მომხრე, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვინმეს პანაშვიდზე ადამიანი არ მივიდეს, მაგრამ როცა ამას ვინმეს გასაღიზიანებლად აკეთებ, ეს მიუღებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ მივიდნენ, რაღას დაიწყეს ლაპარაკი , მას ისტორია დააფასებსო?

ვინ დაფასებს ადამიანს, რომელიც რუსეთიდან ჩამოსული იყო ქვეყნის გასაუბედურებლად ? ხომ გააკეთა თავისი, ხომ მოუტ...ნა დედა?! უკვე ნათლად ჩანს , რომ „რესპუბლიკელები“ უკან არ იხევენ. დაველოდოთ კიდევ ერთი დღე, ბოლომდე გავარკვევთ, რას იზამენ. მე სიტყვა „გარჩევას“ არ ვიხმარ , მაგრამ გუნდის შიგნით აუცილებლად იქნება სერიოზული მსჯელობა.“- აცხადებს ლორთქიფანიძე.

წყარო „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42