ომბუდსმენმა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა
პოლიტიკა - 14:35, 27 Nov, 2014     1323

სახალხო დამცველმა დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმი დაამტკიცა.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი დაამტკიცა. გაითვალისწინა რა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების განხორციელების მნიშვნელობა პრაქტიკაში, სახალხო დამცველის აპარატმა აიღო ვალდებულება, თანამშრომლებს შეუქმნას სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრევენციული ზომების განხორციელებას.

პრევენციის დოკუმენტით დასახული მიზანი - აღმოიფხვრას სექსუალური შევიწროების პრეცენდენტი სამუშაო ადგილზე, მიიღწევა შემდეგი ამოცანების შესრულებით:

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გაეცნონ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით; ასევე, ჩაუტარდეთ სპეციალური ტრენინგი აღნიშნულ თემაზე;

შეიქმნას სექსუალური შევიწროებისადმი არატოლერანტული გარემო, ადეკვატური რეაგირების მექანიზმების დანერგვით;

სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე წარდგენილ საჩივარს მოჰყვეს ფაქტის შესწავლა და სამართლებრივი გადაწყვეტისათვის ეფექტური ნაბიჯები;

პოლიტიკის დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომელიც იღებს და განიხილავს ამგვარ საჩივრებს, ასევე უწევს მონიტორინგს დოკუმენტის განხორციელებას გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საქართველოში დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება კვლავ რჩება ტაბუდადებულ თემად, რომელზეც არ საუბრობენ, თუმცა სახალხო დამცველის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი ძალიან მაღალია. შევიწროების მსხვერპლები არ საუბრობენ პრობლემაზე ერთი მხრივ საზოგადოებაში არსებული განწყობების გამო და მეორე მხრივ შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმების გაუმართაობის/მოუქნელობის გამო, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა სექსუალური შევიწროების ცნებას. ამ პროცესში კი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა უწყებრივი მექანიზმების არსებობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს დაწყებულიყო მუშაობა სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრისათვის, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბულის) კონვენციის ხელმოწერის შემდეგ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა რეაგირების მექანიზმების არსებობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა აღნიშნული ნაბიჯით ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, თანამშრომლებს შეუქმნას შევიწროებისაგან თავისუფალი გარემო და მისი გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადოს დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს გაიზიარონ სახალხო დამცველის გამოცდილება და შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმების დამტკიცებით ხელი შეუწყონ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42