„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ საპარლამენტი უმცირესობა მოსმენებთან დაკავშირებით იმ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, რომლის მიხედვითაც შსს-ს მოსმენებზე წვდომის შესაძლებლობა არ ექნება:
,,უმრავლესობის, კერძოდ, ეკა ბესელიას მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის არ სჯერა თვითონ ბესელიასაც კი. უბრალოდ ეს მას აქვს დავალებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დღეს მნიშვნელოვანია შევზღუდოთ ძალოვნებისა და შსს-ს გადაჭარბებული ძალაუფლება. ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რადგან ამ პროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს გასაღები. ჩვენ შეგვეძლო შემოგვეტანა უკეთესი კანონი, რადგან ამ კანონსაც აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მოხდეს ყველა ხმების, რომლითაც შეიძლება დაიძლიოს ეს პრობლემა", - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






