პრეზიდენტმა თუ ორივე კანონპროექტს მოაწერა ხელი, ორივე შევა ძალაში - ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 12:32, 27 Nov, 2014     1539
დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის თქმით ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, თეორიულად შესაძლებელია რომ პარლამენტმა ორივე კანონპროექტი მიიღოს. როგორც დეპუტატი აცხადებს ასეთ შემთხვევაში ის პროექტი ამოქმედდება, რომელიც პარლამენტის მიერ, პლენარულ სხდომაზე, ბოლოს იქნა მიღებული.

"ზოგიერთს ეჭვი შეეპარა, რომ პარლამენტის წევრებმა, თუ ისინი მხარს არ უჭერენ ნაუცბათევად მიღებულ კანონს, კითხვა არ იციან. მე კითხვა კარგად ვიცი. მე რომ კანონპროექტი წავიკითხე, იქ ვერაფერი ორგასაღებიანი და ორდონიანი ვერ ვნახე - პრიამბულა ხომ არ არის მარტო კანონი? როდესაც ლაპარაკია, რომ ერთი გასაღები აქვს შსს-ს და მეორე გასაღები ვიღაცას, ასეთი სისტემა არ არსებობს. გასაღები რად უნდა შსს-ს, როცა ყველაფერი აქვს. გასაღები სწორედ ისაა, ვინც მას მოსმენების უფლებას მისცემს და ჩაურთავს ან არ ჩაურთავს ამ სისტემას. ამიტომ განსხვავება ორ კანონს შორის, რომელიც პარლამენტისთვისაა შემოთავაზებული, როგორც სამართლიანად აღნიშნა ხმალაძემ, არის იმაში, თუ კერძოდ, ვინ ახორცელებს რეალურად გასაღების ფუნქციას - ის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი კანონპროექტი ასახელებს, თუ ის ორგანიზაცია და პიროვნება, რომელსაც ბესელიას კანონპროექტი ასახელებს. რაც შეეხება თეორიულ შანს, ორივე კანონპროექტის მიღების, როგორც მე იურისტებმა განმიმარტეს, ამის შესაძლებლობა არსებობს. თუ სწორად გავიგე, შეიძლება პარლამენტმა ერთი კანონპროექტიც მიიღოს და მეორეც. თუ პრეზიდენტმა ორივე კანონპროექტს მოაწერა ხელი ორივე შევა ძალაში. როცა ეს მოხდება, იქნება კონფლიქტი მათ შორის და ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს თურმე ის კანონპროექტი, რომელიც იქნება ბოლოს მიღებული პარლამენტის მიერ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამ დროისთვის როგორც ცნობილია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ვახტანგ ხმალაძის პროექტს მხარდაჭერას უცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", უმრავლესობის სხვა ფრაქციებიდან - ანი მიროტაძე, თამარ კორძაია, სავარაუდოდ, ელისო ჩაფიძე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". მისთვის ხმის მიცემას აპირებს საპარლამენტო უმცირესობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42