"ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების" - ნანუკა ჟორჟოიანი შენიშვნას იღებს
პოლიტიკა - 11:27, 27 Nov, 2014     2819

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნიჭიერის“ მონაწილის კარუზოს სტუმრობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

ჟორჟოლიანის თქმით, ის იღებს შენიშვნას იეჰოვას მოწმეებზე ნათქვამის გამო, თუმცა აქვე დასძენს, რომ „ეს აშკარად იუმორში იყო ნათქვამი“.

„ფბ-ში გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო). მან მოჰყვა რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა. ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდი, ან ამ ეპიზოდის შეფასება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის გახადოს საჯარო ან არა. ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე, რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა! გაუგებარია რესპოდენტს მის ცხოვრებაზე შოუს წამყვანმა შენიშვნა როგორ უნდა მისცეს! მხოლოდ იმიტომ რომ იეღოვა რელიგიური უმცირესობაა (საქართველოში) მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ისაუბროს არავინ ესეც ჩემთვის გაუგებარია! რაც შეეხება ჩემს რეპლიკას, "ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების" მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იუმორში იყო ნათქვამი, იმ ვრცელ ისტორიაზე რაც რესპოდენტმა მძაფრად მოჰყვა, ვიღებ შენიშვნას!

მე როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ რომ მე და ჩემი გუნდი სრულად ვემხრობი აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევს რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიური უმცირესობას!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42