გერმანიის პოლიციამ 6 ქართველი 6 კგ ოქროს ქურდობისთვის დააკავა
პოლიტიკა - 11:38, 27 Nov, 2014     5763
გერმანული ონლაინ მედია www.mobil.express.de ცნობით ქალაქ კიოლნში გერმანიის პოლიციამ 6 ქართველი, დაახლოებით 100 ათასი ევროს ღირებულების ოქროს ქურდობისთვის დააკავა.

მაღაზიის იატაკი ქურდებმა სარდაფიდან გაჭრეს, რომელშიც მეზობელი შენობიდან სპეციალურად გათხრილი გვირაბით მოხვდნენ. მათ მაღაზიის მთლიანი დახლი დაცალეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დამნაშავეები სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის 29 წლის ხელმძღვანელის სახლში იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ისინი ნაქურდალის ღირებულებას ითვლიდნენ.

პოლიციის მისვლისას მათ ოქრო აივნიდან გადაყარეს. დამნაშავეების დაპატიმრების შემდეგ პოლიცია ადგილზე მივიდა და ბუჩქებიდან, რომლის მოჭრაც აუცილებელი გახდა, მთლიანობაში 6 კგ ოქრო ამოიღო.

დანაშაულებრივი ჯგუფი გერმანიის პოლიციისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ამავე მაღაზიაში შეჭრის მცდელობა დაკავებულ პირებს პირველად 2 კვირის წინ ჰქონდათ, როდესაც გეგმის განხორციელება სამკაულების მაღაზიაში სახურავიდან სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. მეორე მცდელობისას კი ჯგუფის წევრებმა ნაქურდალის მხოლოდ ერთი დღით შენარჩუნება შეძლეს. ისინი ძარცვიდან მეორე დღესვე დააკავეს.

ქართველი დამნაშავეები საიუველირო მაღაზიის ქურდობის გარდა, კიდევ 5 სამართალდარღვევაზე აგებენ პასუხს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ იარაღი ვერ აღმოაჩინა, რადგანაც ორგანიზებული დანაშაული დაზარალებულთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე იყო ჩადენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42