ბერუჩაშვილი გაეროს უშიშროების სხდომის მოწვევის თემაზე ენმ-ს ბრალდებას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 11:12, 27 Nov, 2014     1712
საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი "ნაციონალურ მოძრაობის" ბრალდებას გამოეხმაურა. ნაციონალების განცხადებით, გაეროში საქართველოს მისიას ამ დრომდე არ მიუღია ინსტრუქცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით სამუშაოს დაწყებაზე.
ბერუჩაშვილის განცხადებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არის პროცესი და რეცეპტები და მყისიერი შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი საზოგადოება ასე ადევნებს თვალყურს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და იმ დეტალურ პროცედურულ ნაბიჯებს, რომელიც ზოგადად გათვალისწინებულია ჩვენს სამუშაო დღის წესრიგში, მაგრამ ასევე, განსაკუთრებით პროფესიონალებმა, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და დარწმუნებული ვარ იციან, რა პროცედურას, დროს, კონსულტაციებს და ფორმატს მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო კონსულტაციები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან და ამ თემაზე ასევე საუბრობს ყველა პარტნიორთან. ბერუჩაშვილის თქმით, უკვე 24 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე იყო მისიასთან გაეროში.
"ეს ის სამუშაო პროცესია, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ამოცანის შესრულებამდე, რომ შევძლოთ და მოვიწვიოთ ამ თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ეს არის პროცესი და მყისიერი რეცეპტები, მით უმეტეს შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს. ეს არის ყოველდღიური სერიოზული ძალისხმევის საგანი. მთელი ქართული დიპლომატია მუშაობს და იმუშავებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პარალელურად არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი რეზულტატი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული დიპლომატია ყველაფერს დიპლომატიურად და ეფექტიანად გააკეთებს და ამის მაგალითად მინისტრი ასახელებს იმასაც, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი გამოეხმაურა და ერთგვაროვანი შეფასება მისცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42