თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების შეჩერების მცდელობა იყოს.
ამის შესახებ ალასანიამ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღესაც მაქვს ეჭვი, რომ შესაძლებელია ვინმეს მიზნად ჰქონდა, ნატოსთან ჩვენი მთავარი გადაწყვეტილებების შეჩერების მცდელობა. ჩემთვის კითხვა აღარ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა“, - აცხადებს ალასანია.
მისივე თქმით ბოლო მოვლენების განვითარებაში ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად.
„იმის გამო, რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის რასაც სჭირდება ხუთი წუთი, ანდა თუნდაც ერთი დღე, ეს იჭიმება ორი თვე. ბოლო მოვლენების განვითარების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად ჩახედულია ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურას კი არ საუბრობს ესე ღრმად. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი გადამწყვეტი პირი არ არის, როდესაც მას აქვს ვალდებულება, რომ ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, - აცხადებს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






