გერმანიის მთავრობის ე.წ. რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გააკრიტიკა ცოტა ხნის წინ რუსეთსა და საქართველოს შავი ზღვისპირა სეპარატისტულ რეგიონს აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება.
„ამ შეთანხმებით მოსკოვი ართულებს ჟენევის ფორმატის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების დარეგულირების მცდელობას“, განაცხადა ფედერალური მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა. საქართველოს შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ამ რეგიონის „მცოცავ“ ანექსიას ახორციელებს, კიდევ უფრო გაძლიერდა.
ფედერალური მთავრობის სპიკერმა ბატონმა ზაიბერტმა დაადასტურა, რომ გერმანია „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს“, „ჩვენ საქართველოს მომავალშიც დავუჭერთ მხარს სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დანერგვის პროცესში"- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






