აფხაზეთი და ყირიმი კი არა ... ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის კარზე მომდგარია - სალომე ზურაბიშვილი
სოც.მედია - 22:54, 26 Nov, 2014     18753
სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევებსა და რუსეთისთვის მოსალოდნელ ახალ საფრთხეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

,,პუტინმა და ხაჯინბამ კი მოაწერეს ხელი “ასოცირებაზე” - ანუ იმიტაცია ევროკავშირი საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისა, რათა დაგვაჯეროს რომ ეს თუ არა ... რა? გვიბრუნებდა აფხაზეთს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს სნგ-ში შესვლის ფასად დაპირდნენ ... და კარგად შეასრულეს!!!!
ამ დროს მსოფლიო ახალ გადაჯგუფების წინაშე დგას .... კი გადაიდო, მაგრამ შეთანხმება ირანთან გადაუვალია, რამეთუ ახალი ბრძოლა რეგიონში “ისლამურ სახელმწიფოს “ წინააღმდეგ მოითხოვს ირანის - როგორც მთავარი მებრძოლე ძალის რეგიონში - და დასავლეთის ძალების დაჯგუფებას.... ამის წინაშე ბირთული იარაღის საკითხი ნელნელა უკანა პლანზე იწევს და გუშინ თითქმის მიღწეული ხვალ და ზეგ უთუოდ შედგება შეთანხმება.... რუსეთი ამითი თავის უნიკალურ როლს და მთავარ მოკავშირეს ჰკარგავს ამავე რეგიონში, უფრო სწორედ კარგავს მონოპოლიას ირანთან ურთიერთობისა... მალევე ნავთის ფასიც დაიწევს სათანადოდ, როცა ირანი როგორც უკვე დაპირებულია, პროდუქციას ორმაგად გაზრდის.... რჩება რუსეთი თავის სირიელ დიქტატორის მოკავშირედ, რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია....
დასავლეთ ფლანგზე კი პირველად ომის შემდეგ გერმანიამ - იგივე აქამდე რუსეთის ევროპაში ყველაზე მჭიდრო მოკაცვშირე - აუწია ტონს და ანგელა მერკელმა თავის აწ ცნობილ ლოვის ინსტიტუტის (ავსტრალია) სიტყვაში პირდაპირ გააკრიტიკა პუტინის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველო მოლდავეთთან მიმართებაში და დაახასიათა, როგორც სრული დარღვევა ომის შემდგომ დაწესებული საერთაშორისო ყველა პრინციპებისა, რომელზედაც დამყარებულია სტაბილურობა და მშვიდობა.
მართალია ჩინეთის იმედად დარჩენილი, რუსეთი ალბათ თვლის, რომ ამ ძალას ვერავინ აღუდგება წინ. მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩინეთს არავის მიმართ ვალდებულების განცდა არ გააჩნია და იმდენად იყენებს ეგერეთწოდებულ მოკავშირეს, სანამ მისი ინეტერესებში შედის და არ აპირებს რუსეთის გულისთვის თავის მიზნები შეცვალოს ან თავისი ინტერესები მეორე პლანზე გადაიტანოს.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი, და მისი დღევანდელი მეთაური, სრულიად გაგებაში არ არიან ახალი გამოწვევების და ახალი საფრთხეების... აფხაზეთი და ყირიმი კი არა ... ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთისთვის კარზე მომდგარია და საკმარისია მოუსმინოს იმ განცხადებებს, რაც გაკეთებეულია "ისლამურ სახელმწიფოს” სახელით .... მათ სამიზნეში ჯერ ჩრდილო კავკასიაა და მერე ძალიან ლოგიკურად მათთვის “მუსულმანური” ყირიმიც იქნება და ქრისტიანებისგან დაცლილი აფხაზეთიც ... ამ მომავალ ბრძოლაში პუტინს ვერ გამოადგება მისი ახლადახალი შეძენილი მოკავშირეები ევროპის ულტრა მემარჯვენე ძალებთა შორის " ფაშისტური ევროპა” (რომელსაც ვითომც ებრძვის უკრაინაში და სინამდვილეში ეკავშირება ჩეხეთში , ან კიდევ საფრანგეთში...).... ამიტომ არ ვარგა ქვეყნის სათაავეში როცა ხელმძღვანელობენ ძველი სტრატეგიებით და ვერ ხედავენ რომ მსოფლიო წუთიერად იცვლება და ყველაფერს სჭირდება გადახედვა და გააზრება! გუშინდელი იდეოლოგია ვერ იქნება მომავლის გზის მაჩვენებელი!", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42