საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა
პოლიტიკა - 21:57, 26 Nov, 2014     1664

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაიმართა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე, რომელთა შორის ლატვიის დელეგაციის წევრები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ლატვიის რესპუბლიკა არის ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მისი გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მოახდინა. გიორგი მარგველაშვილმა ქართველი და ლატვიელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ლატვიისა და საქართველოს კავშირი უაღრესად მტკიცეა. ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობა ვითარდება გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად. ჩვენ მართლაც ბევრი რამ გვაერთიანებს. გვაქვს საერთო ისტორიაც და საერთო ტკივილიც, მაგრამ ყველაზე მთავარია ჩვენი საერთო ღირებულებები და სწრაფვა თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისაკენ. XX საუკუნის განმავლობაში ლატვიური დიასპორა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან არაერთი საზოგადო მოღვაწისა და მამულიშვილის ღვაწლით გააძლიერა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი დახვედრისთვის. ანდრეს ბერზინშმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა:

„მოხარული ვარ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური დიალოგი, თანამშრომლობა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანამშრომლობის ის პლატფორმა, რომელიც ხორცშესხმულია ამჟამად თბილისსა და ბათუმში გამართული ბიზნესფორუმების სახით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის შემდგომი განმტკიცების პოლიტიკური მხარდაჭერა, არსებული სატრანსპორტო და სატრანზიტო ქსელი, იქნება ბიზნესწრეებისათვის ძლიერი მოტივატორი, რათა გააფართოვონ და გააძლიერონ არსებული თანამშრომლობა და ჩამოაყალიბონ ახალიურთიერთობები.“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ანდრეს ბერზინშის ვიზიტი საქართველოში გრძელდება, ლატვიის პრეზიდენტი ქართველ კოლეგასთან ერთად ხვალ ბათუმს ესტუმრება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42