ღარიბაშვილი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მის ხელისუფლებას არასოდეს მოუხდენია რუსეთის „პროვოცირება“. არც ზაფხულში ხელმოწერილი შეთანხმება ევროინტეგრაციის შესახებ გულისხმობს პროვოკაციას.
ერთი წლის წინ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც მან მიიღო რუსეთის მძლავრი ზეწოლის პირობებში, გამოიწვია საპროტესტო ტალღა, რომელმაც შედეგად მოიტანა იანუკოვიჩის ჩამოგდება თებერვალში. ამ რევოლუციას კი მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და მის მიერვე მხარდაჭერილი აჯანყება აღმოსავლეთ უკრაინაში.
ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ დააჯერა მოსკოვი, რომ მისი ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა. მან ასევე განაცხადა, რომ „მხოლოდ სანქციები“ ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებების ხასიათს, ხოლო ისეთი საეჭვო ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება, მხოლოდ ომის კიდევ უფრო გამძაფრების რისკს შეიცავს.
„დიალოგის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება, - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა, - უნდა შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ლიდერთან. დასავლელმა ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები.“
მასალის გამოყენების პირობები






