"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონპროექტს მხარს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა პარლემენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ეს კანონი არ არის ის კანონი რომელზეც შესაძლებელია , რომ ორ პოლიტიკურ ძალას ქონდეს განსხვავებული აზრი. ეს კანონი ხაზს ავლებს იმ ორ ჯგუფს შორის რომელთაგან ერთს ვალდებულება საზოგადოების წინაშე აქვს, ხოლო მეორეს ერთი ადამიანის მიმართ.
"მოსმენების კანონმა ფაქტობრივად წაშალა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახე. ქართული ოცნების ის წევრები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე ამ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ. არსებობს წითელი ხაზები რომელსაც საკუთარი თავის პატივისმცემელი პოლიტიკური ძალა ვერ გადაკვეთს."- აღნიშნა სერგო რატიანმა.
სერგო რატიანის განცხადებით ქართული ოცნების ამჟამინდელი სახე მათთან გადასული ყოფილი ნაციონალები არიან
"ქართული ოცნების" სახეები ახლა არიან ადამიანები რომლებიც გადატეხეს და გადაიყვანეს, ეს ადამიანები არიან გარდაცვლილი ადამიანები, რომლებმაც თქვენთან ახალი სიცოცხლე დაიწყეს."- განაცხადა რატიანმა.
„თქვენ აღარ გაქვთ ის სახე, რომლის გამოც აგირჩიათ მოსახლეობის უმრავლესობამ, „თავისუფალი დემოკრატები“ თქვენთან არ არიან, „რესპუბლიკელები“ აღარ არიან, ეს კანონპროექტი არის დასასრული თქვენი პოლიტიკური ძალის. თქვენ ამ კანონს ვერ გაიტანთ! თუ თქვენ დღეს ცოტა ხმებით მოიგებთ, ამას დაედება ისევ ვეტო, და საბოლოოდ ამ კანონს ვერ გაიტანთ“- მიმართა სერგო რატიანმა "ქართულ ოცნებას"
მასალის გამოყენების პირობები






