"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და მთავრობა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა
ბოკერიას განცხადებით, საქართველოს დღეს ჰყავს ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც ცდილობს უფრო მეტად გახადოს საქართველო დამოკიდებული ოკუპანტ სახელმწიფოზე.
„საქართველოს დღეს ჰყავს ივანიშვილი მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად მოუწოდებს დასავლეთს, რომ არ მიაწოდონ თავდაცვითი იარაღი უკრაინას, მას არ ესმის, რომ თუ უკრაინას არ აწვდიან თავდაცვისთვის იარაღს, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით საქართველოსაც არ მიაწვდიან, თუ უკრაინას არ აქვს უფლება დაიცვას თავი, მაშინ საქართველოსაც არ ექნება ამის უფლება“ -განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა „Financial Times”-თან საუბრისას დასავლეთის მხრიდან უკრაინისთის იარაღის მიწოდებას საეჭვო ნაბიჯი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






