ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას მათ მიერ შემუშავებული რეზოლუციის საწინააღმდეგო არგუმენტებს უწუნებს.
ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით ხელისუფლებას „უბადრუკი ლოგიკა“ აქვს და უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთ-რუსეთს შორის ე.წ. „სამოკავშირეო“ ხელშეკრულების გაფორმებას ეხება, ბევრად უფრო ლოიალურია ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული რეზოლუცია.
„უმრავლესობას ესმის საკითხის მნიშვნელოვნება, მაგრამ არ უნდათ რომ ინიციატორები ჩვენ ვიყოთ და უნდათ დროის გაჯანჯლება, რომ თავისი ვარიანტი დაარეგისტრირონ. რეზოლუციის მათი ვარიანტი უფრო ლოიალურია“-განაცხადა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტას და ევროპულ სანქციებთან შეერთებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






