ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეასტანაში ენერგეტიკული ქარტიის 25-ე კონფერენციას დაესწრება და მინისტრთა სესიაზე პრეზენტაციას გამართავს.
კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის მინისტრი ისაუბრებს გლობალური ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, სატრანზიტო დერეფნების განვითარების მნიშვბელობაზე და ამ პროცესში საქართველოს , როგორც საიმედო პარტნიორის როლზე.კონფერენციის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხებზე, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
აღსანიშვავია, რომ მომავალ წელს ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდოამრე ქვეყანა საქართველო იქნება და ენერგეტიკული ქარტიის 26-ე კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს. ეს პროცესიხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობის გაზრდას.
1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.
ამჟმად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
კონფერენცია ორ დღიანია და ენერგეტიკის მინისტრი საქართველოში 28 ნოემბერს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები






