ყელის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა - ომბუდსმენი ქსნის ციხეში გარდაცვლილ პატიმარზე
პოლიტიკა - 16:23, 26 Nov, 2014     3231

სახალხო დამცველი ქსნის ციხეში პატიმრის გადრაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25–26 ნოემბრის ღამეს ვიზიტი განახორციელეს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში, პატიმარ ა.ჭ. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში, უფრო მეტად მარჯვნივ აღენიშნებოდა სტრანგულაციური ნაჭდევი, საძილე არტერიებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა, გულის ტონები არ ისმინებოდა, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო DS ასფიქსია. არ ფიქსირდება #15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გვამის დათვალიერების დროს გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებ(ებ)ის კვალი, გარდა ყელის არეში დაფიქსირებული დაზიანებისა. ასევე დააფიქსირეს ზედა კიდურებზე და მუცლის არეში ძველი მრავლობითი თვითდაზიანებების კვალი.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარდა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა, მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის, გაწეული აქვს ექიმ–ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნისი–ივლისის თვეში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას და დამატებითი მასალების მოძიების შემდგომ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის ორგანოებს და საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა.

გარდაცვლილ პატიმარს ყელის არეში ნაჭდევი აღენიშნებოდა - ომბუდსმენი ქსნის ციხეში მომხდარზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42