საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, მთავრობა პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე ცდილობს თავი მოიწონოს.
ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში პლენარუს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მეცხრე ბლოკი გამოირთო, ლარის კურსი დაეცა, რკინიგზა არის გაფიცული, ფასები პროდუქტზე ყოველდღიურად დრამატულად იზრდება, კრიმინალი მატულობს, კმაყოფილი მთავრობა კი ამ დროს ზრდის ფანტასტიურ პრემიებსა და დანამატებს. არავის ეგონოს, რომ ეს არის შევარდნაძის საქართველოს აღწერა. ეს არის ივანიშვილის საქართველო, ისეთივე უუნარო როგორიც იყო შევარდნაძის საქართველო. მისი მმართველობის მესამე, როგორც თვითონ იტყოდა კარგ წელიწადს, ივანიშვილის ხელისუფლებას დაეცა დამბლა. მთავრობის არაეფექტურობა ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა", - განახცადა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






