საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უტიფარ სიცრუეს უწოდებს თინა ხიდაშელის განცხადებას, თითქოს წინა ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამრთლოებთან მიმართებაში არაფერს აკეთებდა.
მისი თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში რამდენიმე სარჩელი იყო შეტანილი.
„იმის მტკიცება, რომ წინა მთავრობას საერთაშორისო სასამრთლოებთან მიმართებაში, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია, ეს არის უტიფარი და სამარცხვინო ტყუილი. 2008 წლიდან, ყოველწლიურად უზარმაზარი ფაილი მიდიოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენ შევიტანეთ საქმე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ორივეგან ეს პროცესი 2012 წლამდე იყო ცოცხალი და გრძელდებოდა. ჯერ გამოძიება არ დაწყებულა, ამ სასამართლოდან გვაქვს დავალებები და ამ დავალებების შინაარსი არის ის, რაც კვალიფიცირებულია როგორც ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებები - წამება და გენოციდი. რაც შეეხება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, მათ ეს საქმე განხილვისთვის მიიღეს, შემდეგ ჩათვალა, რომ საქართვეოს და რუსეთს არ დაუმთავრებიათ მოლპარაკებები იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც ურთიერთწაყენებული იქნა და დაგვავალა გვეცადა ორმხრივი მოლაპარაკების გზით რაღაცის გადაწყვეტა“, - განაცხადა ,,რუსთავი 2-თან" კომენტარში გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






