აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე
პოლიტიკა - 15:23, 26 Nov, 2014     1780
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულება თავისი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის, საქართველოს ისტორიული რეგიონის მიტაცებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიზანია დასავლეთზე გადამწყვეტი გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვება, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ახალი სამხედრო პლაცდარმის შექმნა საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიან მონაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კანონის ,,ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ და იმთავითვე ითვლება ძალადაკარგულად. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თვლის, რომ საკითხის სიმწვავისა და აქტუალობის გათვალისწინებით, საჭიროა საერთო ეროვნული მოქმედების ეფექტური გეგმის შემუშავება და დეოკუპაციისკენ მიმართული ყოველმხრივ გააზრებული და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული ღონისძიებების გატარება.

უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულების ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების და საქართველოს კანონმდებლობით ითვლება ბათილად და იურიდიული ძალის არ მქონედ.

2. აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის უმრავლესობის ნების, ხელმოწერილი დოკუმენტისადმი მისი დამოკიდებულების დაფიქსირების მიზნით, ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას განიხილოს დევნილ მოსახლეობაში გამოკითხვის (პლებისციტის) ჩატარების მიზანშეწონილობა.

3. კვლავაც ვადასტურებთ ადრე არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნის ძირითად წინა პირობებში აუცილებლად იქნეს ჩართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის მოთხოვნა.

4. დაევალოს აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად დააჩქარონ ცენტრალურ ხელისუფლებაში წარსადგენი დასაბუთებული წინადადების მომზადება სოჭში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოში დავის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ და სამი კვირის ვადაში წარმოადგინონ იგი უმაღლეს საბჭოში.

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42