ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:30, 26 Nov, 2014     1229

ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის შეხვედრის ძირითადი თემები.

დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტისა და ლატვიის სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად სამუშაო სადილი გამართა. მან მადლობა გადაუხადა ანდრის ბერზინშს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო–ლატვიის ბიზნესფორუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას.

მისივე განცხადებით, ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო და ის ანექსიის დოკუმენტად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

სამუშაო სადილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ლატვიის პრეზიდენტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად ერთად გაემართნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42