ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის უმთავრესი მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა:
„ჩვენი ვიზიტის უმთავრესი მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის დადასტურებაა. მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან რიგის სამიტისთვის. იმედი გვაქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროგრამის დასრულებას შევძლებთ. ლატვიიდან ახლა ყველაზე დიდი დელეგაციაა ჩამოსული. სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა. ლატვია ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვგმობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობასთან ერთად საერთაშორისო ნორმებსაც არღვევეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ნაბიჯები არის ძალიან სახიფათო ამჟამინდელ სიტუაციაში და ის უნდა დაიგმოს“,-განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






