ჯადოსნური ჯოხის მოქნევით პრობლემა ვერ გადაწყდება - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 13:04, 26 Nov, 2014     1504

„იმისათვის რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდეს სამომავლოდ, ამ მომავლის შენება დღეს უნდა დავიწყოთ“, - ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „დოიჩე ველესთან“ საუბრისას გააკეთა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთთან მოლაპარაკებებისას, უკრაინის საკითხთან ერთად, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთიც“ უნდა განიხილოს:

„იურიდიული თვალსაზრისით აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება არავითარი ძალის მატარებელი არ არის. მაგრამ ფაქტობრივად, ასეთი ხელშეკრულების დადება შესაძლოა აღვიქვათ, როგორც აფხაზეთის ანექსიის მცდელობა. მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ მივიტანოთ საერთაშორისო თანამეგობრობამდე, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი დიდი სურათის ნაწილი. იმას, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, ცდილობს გაიმეოროს სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში პუტინთან შეხვედრებისას ყურადღებას ამახვილებდნენ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზეც“. დიახ, უკარაინა ამ მომენტისათვის გაცილებით აქტუალურია, მაგრამ ამ კონფლიქტური ზონების დავიწყებაც არ შეიძლება. გასაგებია, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით პრობლემა ვერ გადაწყდება. მაგრამ ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემა დაფიქსირებული იყოს ყველა საერთაშორისო მოლაპრაკებაში. რადგან, იმისათვის რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდეს სამომავლოდ, ამ მომავლის შენება დღეს უნდა დავიწყოთ. უნდა ვაშენოთ არა ტანკებით, არამედ მსგავსი განცხადებებითა და არგუმენტებით“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42