საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „დოიჩე ველეს“ კითხვას, იმის შესახებ რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ უხერხულია:
„ცოტა არ იყოს, უხერხულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან იგი დაფუძნებულია საქართველოს ოპოზიციის ზედმეტად უარგუმენტო განცხადებებზე. იმ ოპოზიციის განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რაიმეში მაინც იყოს აქტიური და არ ატარებს არავითარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ჩვენი ქმედებები და განცხადებები, ყოველდღიური კონტაქტები ევროკავშირთან, ნატოსთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან თავად საუბრობენ ყოველივეზე. ჩვენ ჩვენი ნაბიჯების კოორდინირებას ჩვენს კოლეგებთან ვახდენთ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, იმიტომ რომ გვესმის: არსებულ სიტუაციაში, გარკვეული ინდივიდუალური ინიციატივები საქართვლოს მხრიდან საზიანო იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო თანამეგობრობისა და უკრაინისთვის“, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






