საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთის ლიდერებიდან ვინმეს ვლადიმერ პუტინთან საუბარი შეეძლოს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„მნიშვნელოვანია, რომ ვინმეს შეეძლოს პრეზიდენტ პუტინთან საუბარი. მე ვაფასებ ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობას, გერმანიის ლიდერის ჩათვლით, რომლებიც ცდილობე ყველაფერს, რათა მოაბრუნონ პროცესი ცივილიზებულ ჩარჩოებში. რუსეთის ხელმძღვანელობის სრული იზოლაცია არ იქნებოდა სწორი. კონტაქტი შენარჩუნებული უნდა იყოს, მაგრამ როგორც ბრიუსელი, ასევე ვაშინგტონიც უნდა იყვნენ პრინციპულ პოზიციაზე და ამავდროულად, რუსეთისთვის გასაგებ პოზიციაზე, რათა არავის ჰქონდეს მოსკოვში იმედი, მაგალითად ცივი ზამთრის ან ინვესტიციების დაკარგვისა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი სასიკეთო, რაც რუსეთიდან მოდის, დიდი საფასური ღირს“, - აცხადებს უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






