საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დასავლეთმა კრემლთან ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ისაუბარა.
„ვლადიმერ პუტინის იზოლირება არ ღირს, მაგრამ დასავლეთმა პრინციპული პოზიცია უნდა გამოამჟღავნოს რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებით“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.
მისივე თქმით, უკრაინის მოვლენებით მთელმა მსოფლიომ კარგი გაკვეთილი მიიღო, საქართველოს კი ეს გაკვეთილი 2008 წელს აქვს „ნასწავლი“:
„უკრაინის კრიზისი, პირველ რიგში მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გაკვეთილი, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ჩვენი გაკვეთილი 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ, როდესაც რუსეთი ძალიან ღიად და ცინიკურად აცხადებდა საკუთარ მიზნებზე, არ მისცეს უფლება საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყანას თავად აირჩიოს განვითარების გზა. ნათელი გახდა, რომ მოსკოვი ამ ქვეყნების გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში, ხელს შეუშლის. ეს, სამწუხაროდ, არ იქნა შესაბამისად აღქმული დასავლეთისგან, რომელიც, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რუსეთი საკუთარი ნებით ან ძალით დათანხმდებოდა მისი მეზობლების ევროპულ არჩევანს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






