სერგი კაპანაძე თინა ხიდაშელს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:35, 26 Nov, 2014     1989

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის თინა ხიდაშელის მიერ გადაცემა ,,არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს რომ დეპუტატი ცრუობს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გადაცემული აქვს რამდენიმე ტომი მასალა, მათ შორის, და პირველ რიგში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის აქტებთან დაკავშირებით! ეს მასალები გაგზავნილია ოფიციალურად, ასევე გადაცემულია პირადი შეხვედრების დროს ბ-ნ ოკამპოსთან. ეს არის მარტივად გადასამოწმებელი. ამიტომ, გუშინ ამ თემაზე, სამწუხაროდ, ქალბატონი ხიდაშელი ცრუობდა;

- საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც სასამართლომ დასაშვებად არ ცნო, რადგან მოგვთხოვა, რომ CERD-ის კონვენციის ფარგლებში ჯერ მოლაპარაკებები გვეწარმოებინა. ამ თემაზე რუსეთთან ორჯერ გაიცვალა ნოტები 2011-2012 წლებში. დღეს რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს. მოყვა ამ პროცესს გაგრძელება? თუ ჩვენ მართლმსაჯულების სასამართლოში დაბრუნება გვინდა ეთნიკური წმენდის თემით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჯერ და მერე დავბრუნდეთ. ისე, ვერ დავბრუნდებით. ვაკეთებთ რამეს დღეს? ჩემი ინფორმაციით, არა!"- აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე იმ ბერკეტებზეც საუბრობს, რომლის გამოყენების საშუალებაც ქვეყანას ქონდა, მაგრამ ხელისუფლება ან არ ვერ იყენებს. ამასთანავე ის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდის საფრთხეებზეც აკეთებს აქცენტს.

" ამ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაზე დასაპირისპირებლად შეგვეძლო გამოგვეყენებინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს რუსეთთან დადებული საბაჟო მონიტორინგის ხელშეკრულება. სადაა აბა ეს ხელშეკრულება ამოქმედებული? როცა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და ბერკეტებზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რომელიც სრულიად არაფრიდან გავაჩინეთ რუსეთთან (დავები მსო-შ შიგნით), დღეს არ გამოგვიყენებია და არც ვაპირებთ, როგორც ჩანს!"

- და ბოლოს: სანამ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ვზრდით, ეს საუბრები უბრალოდ სასაცილოა. ბოლო ორ წელიწადში ექსპორტი რუსეთთან საერთო ექსპორტის 2%-დან 10%-მდე გაიზარდა. ამ სისწრაფით თუ გაგრძელდა, ორ წელიწადში იმდენად ვიქნებით რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული, რომ სრულიად აზრი დაეკარგება რამე საგარეო პოლიტიკურ მცდელობებს, რადგან ყველაზე სერიოზული ბერკეტი - ხალხის კეთილდღეობა ექნება ხელში კრემლს."- აცხადებს სერგი კაპანაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42